9 აპრილის ტრაგედია (ასევე ცნობილია როგორც თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები ან/და თბილისის ტრაგედია) ეხება იმ მოვლენებს თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში, 1989 წელს, როდესაც ანტისაბჭოთა დემონსტრაცია დაარბია საბჭოთა არმიამ, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით კი დაშავდა.
9 აპრილი (9 aprili) გახდა ტრაგედიით დაწყებული თავისუფლება, რომელსაც იხსენებენ, როგორც ეროვნული ერთიანობის დღეს, რაც ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულად იქცა, რადგან 9 აპრილი, გახდა გზა ქართველი ერის თავისუფლებამდე.
1988 წლისთვის ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში უფრო გააქტიურდა. საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიტინგებს, საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. 1989 წლის 18 მარტს, ქართველ ნაციონალისტებსა და საბჭოთა მთავრობას შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა 1921 - 1931 წლების საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა და საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, რესპუბლიკის მასშტაბით ანტისაბჭოთა ჯგუფებმა არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. როგორც ირკვევა, მათი მტკიცებით აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა საბჭოთა მთავრობა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
1989 წლის 5 აპრილს, საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც დაახლოებით ათობით ათასამდე ქართველი მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა, რუსთაველის გამზირზე, ქალაქ თბილისში. დამოუკიდებლობის კომიტეტი, სადაც ცნობილი ეროვნული ფიგურები და საქართველოს პატრიოტები, როგორებიც არიან მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და კიდევ სხვებმა, მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს. ისინი აქციაზე ითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და აფხაზი სეპარატისტების დასჯას. ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა დედაქალაქ თბილისში და საპროტესტო აქციებს ვეღარ აცხრობდა.
1989 წლის 8 აპრილის საღამოს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა იგორ როდიონოვმა მის ჯარებს მობილიზაცია უბრძანა. საბჭოთა ძალების თავდასხმის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დემონსტრანტებს მიმართა და მოსთხოვა დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი და მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორია, იმ საშიშროების გამო, რომელიც გამზირთან საბჭოთა ტანკების გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. მომიტინგეებმა უარი თქვეს პატრიარქის თხოვნის საფუძველზე. ოპერაციის დაწყებამდე, ადგილობრივი ქართული მილიციის (პოლიციის) განყოფილებები განიარაღეს.
9 აპრილი (9 aprili), დილის 3 საათი და 45 წუთი - საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა გენერალ იგორ როდიონოვის მეთაურობით გარს შემოუარეს დემონსტრაციის ზონას. საბჭოთა ჯარებმა მიიღეს ბრძანება გენერალ როდიონოვისგან, რომ დაშლილიყო და დემონსტრანტების გამზირი გაეწმინდათ ნებისმიერი საჭირო საშუალებით.
საბჭოთა რაზმი, სამხედრო ხელკეტებით შეიარაღებული, მოწინავე მომიტინგეებზე მიემართებოდა რუსთაველის გამზირზე. ჯარისკაცებმა დაიწყეს დემონსტრანტებზე შეტევა, მათ მსუბუქი და მძიმე დაზიანებები მიაყენეს მათ. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო 16 წლის გოგონა, რომელიც ცდილობდა მოშორებოდა ჯარისკაცებს, თუმცა მას დაედევნენ და სცემეს მთავრობის შენობის კიბესთან, დარტყმა მიიღო თავის არეში და მკერდზე. იგი ტერიტორიიდან დედამ გაიყვანა, რომელსაც ასევე თავს დაესხნენ და დაჭრეს.
თავდასხმამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 17 ქალი. უმეტესობის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი, გარდა თავის ქალასა და თავის ტვინის სერიოზული დაზიანების ერთი შემთხვევისა, იყო დახრჩობა (ასფიქსია), როგორც სხეულის შეკუმშვით, ასევე ქიმიური ნივთიერებების ინჰალაციით.
დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს CN და CS გაზი, რის შედეგადაც მოსახლეობაში დაფიქსირდა ღებინება, სუნთქვის პრობლემები და ნერვული სისტემის მოულოდნელი პარალიზება. შეუიარაღებელი პოლიციელები ცდილობდნენ დემონსტრანტების პანიკური ჯგუფის ევაკუაციას, თუმცა ოპოზიციონერი ჟურნალისტების მიერ ფარულად გადაღებულმა ვიდეომ აჩვენა, რომ ჯარისკაცები ექიმებს და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს არ აძლევდნენ დაშავებულთა დახმარების საშუალებას. პირიქით, ჯარისკაცებიც კი თავს დაესხნენ სასწრაფო დახმარებას.
მოგვიანებით, 10 აპრილს საბჭოთა მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დემონსტრანტები არიან ბრალდებულნი საზოგადოების უსაფრთხოების არეულობისა და საფრთხის გამოწვევის გამო. მეორე დღეს, ქართულმა ტელევიზიამ აჩვენა ძალადობრივად მოკლული 19 ქალის ცხედარი, რომლებიც გამოხატავდნენ საბჭოთა ჯარისკაცების სისასტიკეს, რადგან გარდაცვლილი ქალების სახე ძნელად ამოსაცნობი იყო სახის დაზიანებებისა და თავის არეში მიყენებული დარტყმების გამო.
საბჭოთა მთავრობა დემონსტრანტებს ადანაშაულებდა 20 ადამიანის გარდაცვალებაში და ამტკიცებდა, რომ მათ ერთმანეთი ფეხქვეშ გათელეს, როდესაც პანიკაში ჩავარდნენ წინ წამოწეული საბჭოთა ჯარისკაცებისგან. ამაში იყო გარკვეული სიმართლეც, რადგან საბჭოთა ჯარმა ყველაფერი გადაკეტა ამ ტერიტორიიდან, გარდა ერთი ვიწრო გადასასვლელისა, რაც ართულებს გადაადგილებას ადგილიდან და იწვევს ხალხის არეულობას და, ალბათ, ზოგიერთი სასოწარკვეთილი მომიტინგე ამ ხაფანგში მყოფი დემონსტრანტების მიერ დაზიანდა.