იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად|ოთხშაბათი, აპრილი 23, 2014
You are here: Home » პირადი აზრი » “კორძაიას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო” – არქიმანდრიტის მუქარა დეპუტატს

“კორძაიას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო” – არქიმანდრიტის მუქარა დეპუტატს 

134213არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი „ფეისბუქში“ უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას შესახებ წერს. „ესე იგი კორძაია დაუკრეფავში გადადის გავიგე. უი დედა მაგას გაჩენის დღე ხომ არ უნდა დავავიწყო.  კორძაიას უთხარით ჭკვიანად იყოს“,-წერს არქიმანდრიტი. მას „ფეისბუქის“ მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ. „დაავიწყდა, დაავიწყდა და შეხსენება უნდა,თორემ ტვინი ისედაც ქონდა სხვანაირად შებრუნებული მაგას სანამ პარლამენტში მივიდოდა“,   „განუმეორებელი, დაუმარცხებელი და შეუცვლელი მოძღვარი მყავს“,    „როგორ უნდა გაკადნიერდეს ასე ადამიანი,პატრიარქს რომ ჭკუის სწავლება დაუწყოს, თურმე ამას სულიერი თვალი მეტად ჰქონია გახსნილი და უწმინდესზე მეტად ხედავს საქართველოს მომავალს“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტმა მამა ბართლომე ფირცხალაშვილმა “ფეისბუქში” პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაწყევლა. საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს მიერ მიხეილ სააკაშვილის წყევლას გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი  იყო, რომ მსგავსი ფაქტი არქიმანდრიტის მიერ უკვე მეორედ განმეორდა, ეს სერიოზული დარღვევაა და მას ამის გამო ეპიტემია დაედო.  მღვდელმსახურის რისხვა გამოიწვია თამარ კორძაიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა განაცხადებამ, რომ თვითმმართველობის კოდექსზე განცხადებით პატრიარქი ილია მეორე სახელისუფლებო ფუნქციებში ზედმეტადერევა. პატრიარქმა ქადაგებისას პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება.

მასალა აღებულია news.ge – დან

სხვა თემები:

კომენტარები

კომენტარი