იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად|პარასკევი, აპრილი 25, 2014
You are here: Home » საზოგადოება » ივანიშვილის ზვიგენის “გარდაცვალების” მიზეზად “თბილწყალის” ქსელი სახელდება

ივანიშვილის ზვიგენის “გარდაცვალების” მიზეზად “თბილწყალის” ქსელი სახელდება 

zvigeniბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრის ეზოში განთავსებულ აკვარიუმში მცოხვრები ზვიგენი მოუკვდა. ამის შესახებ უფლებადამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ news.ge-ს განუცხადა.

მჟავანაძე არ აკონკრეტებს თუ ვინ მიაწოდა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, თუმცა განმარტავს, რომ ეს ძალიან სანდო ადამიანმა განუცხადა.

“ზვიგენი ბიძინა ივანიშვილს ნოემბრის დასაწყისში მოუკვდა. ამის მიზეზი კი უხარისხო წყალი გახდა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის მილები, რითაც „თბილწყალი“ ქსელს უზრუნველყოფს, გარკვეულწილად არ შეესაბამება სტანდარტებს და ამას სჭირდება ექსპერტიზა,” – ამბობს მჟავანაძე news.ge-სთან საუბრისას.

მჟავანაძე ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ფაქტის გამო ძალიან აღშფოთებულია და მან სპეციალისტებს წყლის გამოკვლევაც დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ბიზნესცენტრში ზვიგენები ოქტომბერში მიიყვანეს და უზარმაზარ აკვარიუმში მოათავსეს. ოკეანის ბინადრებს ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო შეუქმნეს. აკვარიუმისთვის კი 25 ტონა მარილი დაიხარჯა.

 

სხვა თემები:

კომენტარები

კომენტარი