იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად|ხუთშაბათი, აპრილი 24, 2014
You are here: Home » პირადი აზრი » “თუ თამარ კორძაია პატრიარქის და საპატრიარქოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის ის კოალიციიდან უნდა გაირიცხოს”

“თუ თამარ კორძაია პატრიარქის და საპატრიარქოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის ის კოალიციიდან უნდა გაირიცხოს” 

118499“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ თუ თამარ კორძაია პატრიარქის და საპატრიარქოს წინაშე ბოდიშს არ მოიხდის ის კოალიიციდან უნდა გაირიცხოს. ”მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თვითმართველობის კოდექსთან დაკავშირებით თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი ვარიანტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს შეუქმნიდა, არ დააყოვნა კოალიცია “ ქართული ოცნების” წევრის თამარ კორძაიას შეურაცხმყოფელმა პასუხმა საქართველოს პატრიარქისა და უშუალოდ საპატრიარქოს მიმართ. კორძაიას განცხადებით საპატრიარქო ზედმეტად ერევა სახელისუფლებო სააქმიანობაში და რომ პატრიარქს მსგავსი განცხადებების უფლება არ აქვს ცინიკურად აღნიშნა რომ, ხომ არ აჯობებდა ერთი საპარლამენტო მანდატი საქართველოს პატრიარქისთვისაც გადაგვეცაო”,- ამბობს მჟავანაძე. მჟავანაძე მიიჩნევს, რომ როგორც საერო ასევე სასულიერო პირებსაც აქვთ თავიანთი პოზიციის დაფიქსირების უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, აგრეთვე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ”გაუგებარია ადამიანის უფლებების დამცველისგან მსგავსი განცხადება, თუმცაღა თამარ კორძაიასგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან მსგავსი ტიპის გამოსვლები მას არაერთხელ გაუკეთებია და სწორედ ეს იყო მიზეზი, როდესაც საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს სთხოვდა არ წამოეყენებინა მისი კანდიდატურა საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახელით”,-აცხადებენ “უფლებადამცველთა” გაერთიანებაში. მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში იყო კორძაია თავს იკავებდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან, მაგრამ მისი მიერ აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იგი ჩვეულ ამპლუაში მოევლინა საზოგადოებას. ”თუკი მისი მხრიდან საჯაროდ არ იქნება მოხდილი ბოდიში საქართველოს საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქის და საზოგადოების წინაშე, იმ საზოგადოების, რომლის რელიგიურ გრძნობებზე თამაში უკვე წესად აქციეს ვაი პოლიტიკოსებმა, მაშინ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მოვითხოვოთ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ დაყენებულ იქნას საკითხო კორძაიას კოალიციიდან გარიცხვის თაობაზე”,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

http://news.ge

kordzaia

სხვა თემები:

კომენტარები

კომენტარი